ჩვენ შესახებ

ვქმნით AI-ს, რომელიც საქმეს აკეთებს.

Merme არის ქართული ხელოვნური ინტელექტის კომპანია, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გამარტივებაში, დროის დაზოგვასა და მუშაობის ეფექტურობის ზრდაში.

სიტყვებიდან მოქმედებამდე.

კომპანიებში ყოველდღიურად უამრავი საკითხი განიხილება, გადაწყვეტილება მიიღება და დავალება გაიცემა. თუმცა განხილულ საკითხებსა და რეალურ შესრულებას შორის ხშირად დიდი სხვაობაა.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შევქმენით Merme — რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კომპანიებმა ნაკლები დრო დახარჯონ რუტინულ პროცესებზე და მეტი — შედეგების მიღწევაზე.

ჩვენი გუნდი

ლუკა ჯანი

თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი

ნიკოლოზ საგინაძე

თანადამფუძნებელი, მთავარი არქიტექტორი

ნიკა მიქაბერიძე

თანადამფუძნებელი, ტექნოლოგიური დირექტორი

ჩვენი მიდგომა

რეალურ პრობლემებზე ორიენტირებული

ვქმნით გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტულ ბიზნესპრობლემებს აგვარებს.

საკუთარი AI ტექნოლოგიები

ვმუშაობთ ქართული მეტყველების ამოცნობისა და AI მოდელების განვითარებაზე.

ბიზნესთან ერთად განვითარება

ჩვენს პროდუქტებს ვავითარებთ რეალური მომხმარებლების საჭიროებებისა და უკუკავშირის საფუძველზე.

შევქმნათ უკეთესი სამუშაო პროცესები ერთად.

გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის გამოწვევები და ერთად ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები.